აფიშაახალი ამბები

ბენდები, რომლებიც TOA-ზე არ გამოვიდნენ 7 აგვისტოს უფასო კონცერტს მართავენ

3 აგვისტო, 2016 • 1490
ბენდები, რომლებიც TOA-ზე არ გამოვიდნენ 7 აგვისტოს უფასო კონცერტს მართავენ

3 ქართული მუსიკალური ჯგუფი, Backwarmer, Kung Fu Junkie და Young Georgian Lolitaz 7აგვისტოს, 16:00 საათზე, კლუბ “ანდერვილში” მსმენელისათვის უფასო კონცერტს გამართავს. მათი გამოსვლა ჯერ კიდევ 30 ივლისს, მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2016-ზე იყო დაგეგმილი, თუმცა ბენდებმა იმ მიზეზით, რომ მათ შესაბამისი საუნდჩეკის გავლის საშუალება არ ეძლეოდათ ფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ეს Kung Fu Junkie-ს ბოლო ერთობლივი პერფორმანსი იქნება და ის ბენდის გარდაცვლილ წევრს, თაზო ლიპარტელიანს მიეძღვენება.

კონცერტში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ეკო დეისაძე და Vinda Folio, მაქს მაჩაიძე და მიშო ურუშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი