ახალი ამბები

საკონსტიტუციოში “კაბელების საქმეზე” ბრალდებულებისა და უგულავას სარჩელების განხილვა გადაიდო

2 აგვისტო, 2016 • 1180
საკონსტიტუციოში “კაბელების საქმეზე” ბრალდებულებისა და უგულავას სარჩელების განხილვა გადაიდო

დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა N740-ე და N764-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე – „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარსებობის გამო.

ეს ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელს, მათი თქმით, მხარეებს დამატებით ეცნობებათ აღნიშნული სარჩელების განხილვის თარიღის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რაც უკავშირდება გახმაურებული საქმეების განხილვას. ამ საკითხზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, დაიკითხა საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე, გარდა თავმჯდომარისა, რის შემეგაც პროკურატურამ შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომ არც ერთმა მოსამართლემ არ დაადასტურა ზეწოლის ფაქტი.

ამასთან რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციოს ხუთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ზეწოლას ისინი განიცდიდნენ, რადგან მათგან დაჩქარებულად ითხოვდნენ გახმაურებული საქმეების განხილვას, რასაც სამმა მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი სარჩელების განსახილველად აუცილებელი იყო 9-დან 6 წევრის დასწრება, რაც ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი