Tbilisi Open Air 2016-ის მეორე დღეს, განრიგში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, მთავარი სცენასთან შეკრებილი მსმენელი ფესტივალის ტერიტორიას კმაყოფილი ტოვებდა.
სცენაზე თავდაპირველად, 3 ქართული ბენდის გამოსვლა იგეგმებოდა, მაგრამ მათ ფესტივალი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მოგვიანებით სცენაზე, ცნობილი მუსიკოსის, ვირტუოზი გიტარისტის, სტივ ვაის ბენდი გამოჩნდა. დაახლოებით ერთ-საათიანი პროგრამის შემდეგ, სტივ ვაი ბრიტანელმა შემსრულებლებმა, ბენდმა UNKLE ჩაანაცვლა. მათ მსმენელს საკუთარი ჰიტები შესთავაზესს და შოუს დასასულს სამახსოვროდ ფოტოც გადაიღეს.
ფესტივალის სტუმრებმა ღამის სცენასთან გადაინაცვლეს, სადაც დილამდე სხვადასხვა მუსიკოსი უკრავდა. დღეს, 31 ივლისს კი ფესტივალი მომავალ წლამდე დაემშვიდობება მუსიკის მოყვარულებს. Tbilisi Open Air 2016-ს ირლანდიელი მუსიკოსი დემიან რაისი და თრიქი დახურავენ.

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2016. მუსიკოსი მაქს მაჩაიძე. 30.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2016. მუსიკოსი სტივ ვაი. 30.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2016; ბრიტანული ბენდი UNKLE ფესტივალის მთავარ სცენაზე. 30.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი