ახალი ამბებიხელოვნება

3 ქართული ბენდი Tbilisi Open Air-ზე გამოსვლაზე უარს აცხადებს

30 ივლისი, 2016 • 4149
3 ქართული ბენდი Tbilisi Open Air-ზე გამოსვლაზე უარს აცხადებს

“სოლიდარობა ქართულ ბენდებს” – ამ სლოგანით გაერთიანებული ქართული ბენდები, რომლებიც დღეს, 30 ივლისს მსმენელის წინაშე მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air უნდა გამოსულიყვნენ, ფესტივალზე დაკვრაზე უარს აცხადებენ. Backwarmer, Young Georgian Lolitaz და Kung Fu Junkie სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან არათანაბარი მოპყრობის გამო, ისინი უარს აცხადებენ მათთან თანამშრომლობაზე. ქართულ ბენდებს სცენაზე გამოსვლამდე საუნდჩეკის, ანუ აპარატურის შემოწმებისა და რეპეტიციის გავლის საშუალება არ ეძლევათ, რაც მათი თქმით არასწორი ნაბიჯია ფესტივალის მხრიდან.

Kung Fu Junkie ჯერ კიდევ 29 ივლისს უნდა გამოსულიყო ფესტივალის მთავარ სცენაზე, თუმცა მათი გამოსვლა გადაიდო. ეს ბენდის ბოლოს ერთობლივი პერფორმანსი უნდა ყოფილიყო, რომელიც ბენდის გარდაცვლილ წევრს, თაზო ლიპარტელიან ეძღვნებოდა.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი კი აცხადებს, რომ საუნდჩეკს მხოლოდ ბენდი, YGL-ს ვერ ასწრებდა, დანარჩენები კი მათი სოლიდარობის ნიშნად აღარ გამოდიან ფესტივალზე. მათ ჯერ არ იციან როგორ გადანაწილდება ახალი განრიგი.

სამივე ბენდი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

მოგვიანებით, შექმნილ სიტუაციას “ალტერვიჟენ ჯგუფი” ასევე, სოციალუ ქსელში გამოეხმაურა:

დღეს, ფესტივალს Steve Vai და ჯგუფი UNKLE ეწვევიან. ფესტივალის დღევანდელი განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

იხილეთ პირველი დღის შესახებ მომზადებული ფოტო-რეპორტაჟი.

მასალების გადაბეჭდვის წესი