ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის ნაწილობრივ მოხმარებას იწყებს

30 ივლისი, 2016 • 2350
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის  ენერგიის ნაწილობრივ მოხმარებას იწყებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის ნაწილობრივ მოხმარებას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.

განცხადების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი, 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტავ ჯორჯიასა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვის პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერი, იაპონიის ელჩი საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრნენ.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიამ  საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი