ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: მართებული იქნება, თუკი სალომე ზურაბიშვილს მხარს დავუჭერთ

29 ივლისი, 2016 • 1407
გიორგი ვოლსკი: მართებული იქნება, თუკი სალომე ზურაბიშვილს მხარს დავუჭერთ

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ეთანხმება პოზიციას, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს, “ქართულმა ოცნებამ“ მას საკუთარი კანდიდატი არ უნდა დაუპირისპიროს.

სალომე ზურაბიშვილმა 2016 წლის 20 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული წესით კენჭს მთაწმინდაზე დამოუკიდებლად იყრის. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა “ქართული ოცნების” სახელით ეყარა კენჭი, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. მისი თქმით, ამ კუთხით რაიმე შემოთავაზება არ ყოფილა, რაც, მისი შეფასებით, ბუნებრვია, რადგან იგი დამოუკიდებელი პოლიტიკოსია, რომელსაც “თეორიულად თავისი პარტია” აქვს.

“პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი სალომე ზურაბიშვილი თავისი მონაცემებით, თავისი ბექგრაუნდით, განვლილი გზით, პარლამენტის წევრი გახდება. ქვეყნისთვის კარგი იქნება ასეთი გამოცდილების მქონდე ადამიანი იყოს პარლამენტში”, – უთხრა გიორგი ვოლსკიმ “ნეტგაზეთს”.

გიორგი ვოლსკის თქმით, პრემიერის მოსაზრებას სავარაუდოდ დაეთანხმება პოლიტიკური საბჭო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეყოლება თუ არა პარტიას კანდიდატი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი