ახალი ამბები

NDI: რუსეთთან ურთიერთობის მომხრეების 39% არაქართულენოვან არხებს უყურებს

27 ივლისი, 2016 • 1052
NDI: რუსეთთან ურთიერთობის მომხრეების 39% არაქართულენოვან არხებს უყურებს

NDI-ის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 77%-ისთვის პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველი წყარო არის ტელევიზია. ინტერნეტს ყოველდღე მოიხმარს რესპონდენტთა 46%, ხოლო 32% – არასდროს.

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 74% საქართველოში პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას თვალს ადევნებს რუსთავი 2-ზე, რესპონდენტთა 71% უყურებს ასევე ტელეკომპანია იმედს, 39% მაესტროს, 38% საზოგადოებრივ მაუწყებელს.

უცხოენოვან სატელევიზიო არხებზე ინფორმაციას ეცნობა რესპონდენტთა 23%. შუა ასაკობრივი კატეგორია ყველაზე მეტად უყურებს არაქართულენოვან არხებს. უმცირესობათა დასახლებების 52% ასევე მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ქართული არხებიდან არ იღებს. იმ რესპონდენტთა 35%, რომელიც არაქართულენივან არხებზე უყურებს ახალ ამბებს ყველაზე, ხშირად რუსეთის პირველ არხს უყურებს.

იმ რესპონდენტთა 39% რომელიც თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ საქართველო უარს იტყვის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უყურებს არაქართულენოვან არხებს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი გააცნეს.

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

Screen Shot 2016-07-27 at 12.06.16 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი