ახალი ამბები

სურსათის სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ყურადღება მიაქციონ საზამთროსა და ნესვის კანს

23 ივლისი, 2016 • 1375
სურსათის სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ყურადღება მიაქციონ საზამთროსა და ნესვის კანს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს.

მათი ცნობით, სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია.

“შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღო,” – ნათქვამია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს. მათი ინფორმაციით, ის არ უნდა იყოს დარბილებული და დაზიანებული; დაჭრამდე კი აუცილებლია მისი კარგად გარეცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი