ახალი ამბები

იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

20 ივლისი, 2016 • 2693
იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელსაც ბრალი პრეზიდენტ ედუარდ შევარდაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

გიორგაძემ 20 ივლისს ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბარში განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რათა საქართველოში დაბრუნდეს.

20 ივლისს  საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმის მიუხედავად, ინტერპოლმა  გიორგაძის ძებნა 2016 წლის 30 მაისს შეწყვიტა, რადგან მას მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, პროკურატურა  მაინც აგრძელებს ყოფილი მინისტრის ძებნას.

“ინტერპოლმა განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა. ახლა უკვე სასამართლო ნახავს. სასამართლო დაადგენსნ რამდენად შეესაბამება ჩემი თითქმის 20-წლიანი დევნა იმ სიტუაციას, რაც ჩემს გარშემო არსებობს,” – აცხადებს იგორ გიორგაძე.

ჟურნალისტის კითხვაზენ ხომ არ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლასნ ის პასუხობს:

“რას ქვიან არ ვგეგმავ? ვგეგმავ და ამიტომ ველოდები სასამართლოს დადგენილებას […] შემოდგომა და ზამთარი არა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, რას გადაწყვეტს სასამართლო.”

გიორგაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

იგორ გიორგაძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ბოლო სხდომა 7 ივლისს გაიმართა. მას  ბრალად ედება სსკ 65-ე, 67-ე, 78-ე, 104-ე და სხვა მუხლების (ძვ. რედაქცია) დარღვევა.

იგორ გიორგაძე 1993 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად.

1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. გიორგაძეს ბრალი ედება თავდასხმის ორგანიზებაში, რის გამოც „ინტერპოლის“ მიერ იძებნებოდა.

ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“.

2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზაციის აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი. ერთ-ერთი მათგანი, თემურ ჟორჟოლიანი,  პატიმრობიდან 2012 წლის 10 ნოემბერს, ვადამდე ადრე, პირობით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი