ახალი ამბები

საქართველო-თურქეთის საზღვრები გაიხსნა

16 ივლისი, 2016 • 2718
საქართველო-თურქეთის საზღვრები გაიხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრები თურქეთის მიმართულებით გახსნილია:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია,” – აცხადებენ შსს-ში.

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. ბოლო მონაცემებით, აჯანყების შედეგად, დაღუპულია მინიმუმ 90 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი.

გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი