აფიშაახალი ამბები

6 აგვისტოს Black Sea Arena ვანესა მეის კონცერტს უმასპინძლებს

14 ივლისი, 2016 • 1737
6 აგვისტოს Black Sea Arena ვანესა მეის კონცერტს უმასპინძლებს

Black Sea Arena-ს საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, 6 აგვისტოს საქართველოს ვირტუოზი შემსრულებელი, მევიოლინე ვანესა მეი ეწვევა და საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამათავს.

ბილეთების გაყიდვა 18 ივლისიდან დაიწყება და მათი ყიდვა ონლაინ, tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

ვანესა მეი არის ბრიტანელი მუსიკოსი, რომელსაც მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მდიდარ ახალგაზრდად დაასახელეს. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მან გინესის რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზდა მევიოლინე, რომელმაც ბეთჰოვენისა და ჩაიკოვსკის კონცერტები ჩაწერა.

ეს Black Sea Arena-ს საზაფხულო სეზონის რიგით მეორე კონცერტი იქნება. საკონცერტო დარბაზს 30 ივლისს ამერიკელი მომღერალი, კრისტინა აგილერა გახსნის.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200-მილიონიანი ინვესტიციით და სახელმწიფოს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი