ახალი ამბები

ლორთქიფანიძის თქმით, საარჩევნო სიაში მინისტრებიდან კალაძე, სუბარი და წულუკიანი იქნებიან

13 ივლისი, 2016 • 1165
ლორთქიფანიძის თქმით, საარჩევნო სიაში მინისტრებიდან კალაძე, სუბარი და წულუკიანი იქნებიან

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის თქმით, მოქმედი მინისტრებიდან საარჩევნო სიაში იქნებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისივე თქმით, ის თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იმერეთის ერთ–ერთ ოლქში. ეს განცხადებები ლორთქიფანიძემ “მოამბესთან” საუბარში გააკეთა.

თავად დასახელებულმა მინისტრებმა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაადასტურეს, თუმცა კალაძის თქმით, სიახლეს მასთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს.

უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი