ახალი ამბები

ანი მიროტაძის თქმით, “ეროვნული ფორუმის” სიაში ცოტა ქალი არ იქნება

13 ივლისი, 2016 • 1417
ანი მიროტაძის თქმით, “ეროვნული ფორუმის” სიაში ცოტა ქალი არ იქნება

ანი მიროტაძის განცხადებით, “ეროვნული ფორუმის” საარჩევნო სიაში ცოტა ქალი არ იქნება. ამის შესახებ მან დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ისაუბრა.

ანი მიროტაძე განმარტავს, რომ ივლისის ბოლოს კანდიდატების წარდგენა დასრულებული იქნება:

“30 პროცენტი, 31 პროცენტი, ყოველი მესამე – ასე არ დაგვითვლია, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ არა მარტო სიაში იქნებიან წარმოდგენილი ქალბატონები, არამედ ჩვენი ქალბატონები აქტიურად დაიცავენ  “ეროვნული ფორუმის” ღირსებას სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ეს არ იქნება მცირე რაოდენობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება თითოეულ რაიონში. ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა, სურვილი და უნარი, აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი ეროვნულ ფორუმის სიასა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის,” – აღნიშნავს მიროტაძე.

22 ივნისს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, თუკი პოლიტიკურ პარტიის/ბლოკის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი