ახალი ამბები

ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა

2 ივნისი, 2021 • 2196
ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა. მიროტაძის თქმით, პარტიასთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამნისტია, რასაც მიროტაძე არ ეთანხმება.

“რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, თუმცა ვრჩებით მეგობრებად. იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ხედვებში. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მე მქონდა პოზიცია, რომელიც არ ემთხვეოდა პარტიის პოზიციას. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე “ლელო”, — განაცხადა მიროტაძემ “ფორმულის” ეთერში.

მიროტაძის თქმით, პოლიტიკაში რჩება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, თუმცა, რა პლატფორმაზე, უახლოეს პერიოდში გაახმაურებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანი მიროტაძე იყო “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერე/ჭიათურა/ხარაგაულის ოლქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი