ახალი ამბები

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში კონსერვატორებიც იქნებიან

12 ივლისი, 2016 • 1548
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში კონსერვატორებიც იქნებიან

პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები 13 ივლისს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ახალ სახეებს წარადგენენ. მათ შეუერთდებიან ასევე კონსერვატიული პარტიის წევრებიც. მათი წარმოამდგენლები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნებიან.

“ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიან სიაში იქნებიან კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ჩვენი პარტიული იდენტობა და ვიყოთ კვალიფიციური პარტია, გვქონდეს წარმოამადგენლობა პარლამენტში. საგურამოს შეხვედრაზე მთელი ფრაქციით ვართ მიწვეული,” – აცხადებს კონსერვატიული პარტიის წევრი ზვიად ძიძიგური.

ახალი სახეების წარდგენის ღინისძიება 14:00 საათზე დაიწყება. პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ღონისძიების დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ პარტიის გეგმებზე დამატებით ინფორმაციას მედია ხვალ გაეცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი