ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერესა მეი გახდება, რადგან მისმა ერთადერთმა კონკურეტმა ანდრეა ლინსონმა კანდიდატურა მოხსნა. ლინსონი კონსერვატორთა პარტიის ლიდერად აირჩიეს.
როდის დაუთმობს მოქმედი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი საკუთარ პოსტს ტერესა მეის, ზუსტი დრო ჯერ არ არის განსაზღვრული. მეი 2010 წლიდან სახელმწიფო სამსახურშია – ის დედოფლის შინაგან საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ტერესა მეი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა. მისი განცხადებით, არჩევნის გაკეთების შემდეგ ახლა უკვე პროცესების წარმატებით დასრულებაა მნიშვნელოვანი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა თანამდებობა ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. როგორც პრესკონფერეციაზე კამერონმა მედიას განუცხადა, ძალაუფლების გადაბარებას ოქტომბერში გეგმავდა.
ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება 23 ივნისს მიიღო.
Update: დევიდ კემერონის განცხადებით ის 13 ივნისამდე გადადგება.
BREAKING: David Cameron says he will resign by Wednesday, Theresa May to be next British Prime Minister.
— The Associated Press (@AP) July 11, 2016



![„ბრექსიტის“ საგა ოფიციალურად სრულდება. რა ხდებოდა და რა მოხდება [მოკლედ]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2020/01/Screen-Shot-2020-01-31-at-15.59.13.png)




