2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ დაპირისპირებაში მათ საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი 109-ე წუთზე ედერმა გაიტანა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დამთავრდა. დამატებით დროში გადასული თამაში კი საბოლოოდ, კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილი პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მან მე-8 წუთზე მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა.

კრიშტიანუ რონალდუ ტრამვის მიღების შემდეგ ტოვებს მოედანს. ფოტო: EPA/MIGUEL A. LOPES
კრიშტიანუ რონალდუ ტრამვის მიღების შემდეგ ტოვებს მოედანს. ფოტო: EPA/MIGUEL A. LOPES
ფანები ცრემლებით აცილებენ კაპიტანს მოედნინდა. ფოტო: EPA/HOMEM GOUVEIA

პორტუგალიელი ქომაგები ნაკრების გამარჯვებას პარიზის ქუჩებში დილამდე აღნიშნავდნენ. ეს ქვეყნისათვის პირველი გამარჯვებაა ევროპის ჩემპიონატზე. ნაკრები ფინალამდე მხოლოდ ორი მოგებული თამაშით მივიდა. მათ თამაში ფრედ ჯერ ისლანდიის, შემდეგ ავსტრიის და უნგრეთის ნაკრებებთან დაასრულეს. ხორვატიასთან 1-0 მოგებული თამაშის შემდეგ კი მეოთხედფინალში მოხვდნენ, სადაც კვლავ ფრედ 1-1 დაასრულეს ძირითადი დრო პოლონეთის ნაკრებთან. მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. ნახევარფინალური თამაში კი მათ უიელსის ნაკრებთან 2-0 მოიგეთ.

პორტუგალიის ნაკრები აღნიშნავს გამარჯვებას. ფოტო: EPA/GEORGI LICOVSKI
პორტუგალიის ნაკრები აღნიშნავს გამარჯვებას. ფოტო: EPA/GEORGI LICOVSKI
პორტუგალიელი გულშემატკივრები პარიზის ქუჩებში გამარჯვებას აღნიშნავენ. ფოტო: EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON
პორტუგალიელი გულშემატკივრები პარიზის ქუჩებში გამარჯვებას აღნიშნავენ. ფოტო: EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON
ფრანგი გულშემატკივარი მატჩის დასრულების შემდეგ. ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT
ფრანგი გულშემატკივარი მატჩის დასრულების შემდეგ. ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT
ეიფელის კოშკი პორტუგალიის დროში ფერებში გაანათეს. ფოტო: EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON
ეიფელის კოშკი პორტუგალიის დროში ფერებში გაანათეს. ფოტო: EPA/CHRISTOPHE PETIT TESSON

განსხვავებული აღმოჩნდა გზა ფინალამდე მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრებისათვის. მათ პირველ თამაშში რუმინეთის ნაკრები 1-0 დაამრცხეს, შემდეგ ალბანეთი ანგარიშით 2-0. შვეიცარიასთან ნათამაშებ ფრეს, ირლანდიასთან მოგებული მატჩი (2-1) მოჰყვა. ამის შემდეგ ფრანგრებმა ჩემპიონატს გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავოტირი, ისლანდიის ნაკრები გამოთიშეს, ანგარიშით 5-2. ნახევარფინალში კი ჩემპიონატის მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ანტუან გრიზმანი. ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ანტუან გრიზმანი. ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგი ანტუან გრიზმანი დასახელდა და მას ოქროს ბუცი გადაეცა. გრიზმანი ჩემპიონატის მომბარდირია, მან 1984 წლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო. საუკეთესო შედეგი დღმდე მიშელ პლატინის ეკუთვნის, რომელმაც ერთი ჩემპიონატის განმავლობაში 9 გოლი გაიტანა.

სტატისტიკური მონაცემები:

51 მატჩი – 108 გოლი

საშუალოდ თითო მატჩი გასული გოლი – 2.12

ყველაზე მეტი გოლი გავიდა – 46-60 წუთების შუალედში

ბომბარდირი – ანტუან გრიზმანი (6 გოლი)

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა – ედენ ჰაზარი (4 ბურთი)

ყველაზე მეტი დარტყმა კარში მიიღო ისლანდიის მეკარემ, ჰანეს ჰალდერსონმა – მან 27 ბურთის “გადარჩენა” შეძლო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *