2016 წლის ევროპის საფეხურთო ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი 109-ე წუთზე ედერმა გაიტანა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დამთავრდა. დამატებით დროში გადასული თამაში კი საბოლოოდ, კაპიტნის გარეშე დარჩენილი პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუმ თამაში დასაწყის მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა.