ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

8 ივლისი, 2016 • 1199
ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისში, ერთ-ერთი ბარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას საფეთქელთან ძლიერად დაარტყეს არყის ბოთლი, რა დროსაც გონება დაკარგა.

იგი ფიქრობს, რომ თავდასხმა ტრანსფობიურ ნიადაგზე განხორციელდა, რადგან თავდამსხმელი დარტყმამდე მისი გენდერული იდენტობით დაინტერესდა.

ალექსანდრას თქმით, თავდასხმის დროს მაგიდასთან იჯდა და კერძს მიირთმევდა. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ნეტგაზეთს იურისტმა ციალა რატიანმა (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის თანამშრომელი) უთხრა, რომ დაზარალებული დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული. ამჟამად ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი