ეროვნული ბანკის მიერ 8 ივლისისთვის დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან  მიმართებაში ერთი თეთრით გაუფასურდა.

კერძოდ, 8 ივნისს 1 აშშ დოლარი 2.3302 ლარი  ეღირება. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც უფასურდება. 8 ივნისს 1 ევრო ოფიციალური გაცვლითი კურსით 2.5823 ლარი ეღირება.

საქართველოს ეროვნული ვალუტის არსებობის განმავლობაში გაუფასურების მაქსიმალური ზღვარი 2016 წლის 28 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.4985 ლარს უდრიდა. გაზაფხულზე ლარი შედარებით ისევ გამყარდა, თუმცა ივნისში კვლავ დაიწყო გაუფასურება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *