ახალი ამბები

ჯონ კერი: მნიშვნელოვანია, შემოდგომაზე საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს

6 ივლისი, 2016 • 1123
ჯონ კერი: მნიშვნელოვანია, შემოდგომაზე საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერის საქართველოს პრემიერ–მინისტრს პირისპირ შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას ჯონ კერის მისასალმებელ სიტყვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისათვის. მადლობა მასპინძლობისთვის!“–განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯონ ჯერიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელოვას და ის “ლაკმუსის ქაღალდს” შეადარა:

“8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო მეტი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვვის. ჩვენ საუბარში ხაზი გავუსვით საარჩევნო გარემოს თემებს, რომელიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი, იმისთვის, რომ არ შეწყდეს პროგრესი მედიის თავისუფლებისთვის,”- განაცხადა ჯონ კერიმ ერთობლი პრესკონფერენციაზე.

ჯონ კერი საქართველოს დღეს, 6 ივლისს ეწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი