ახალი ამბები

დღეს საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა

6 ივლისი, 2016 • 1168
დღეს საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა

დღეს, 6 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა ამერიკის სახელმწიფო მდივანი  ჯონ კერი.

ვიზიტის ფარგლებში ჯონ კერი 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში   პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს  შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი  და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და  ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე, 17:00 საათზე ჯონ კერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

 6 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ფოტო: ვაშინგტონი, აშშ, 30 ივნისი, 2016 ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

6 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ფოტო: ვაშინგტონი, აშშ, 30 ივნისი, 2016 ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

 

მასალების გადაბეჭდვის წესი