ახალი ამბები

ანონსი – 6 ივლისი

6 ივლისი, 2016 • 1518
ანონსი – 6 ივლისი

11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის რიგით მეხუთე შეხვედრა ბიზნესმენებთან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება.

11:30-ze “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წევრები: ალექსანდრე კობაიძე და გია ჯანაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და პროკურატურას მიმართავენ გამოიძიონ საქმეები, რომელიც ბიზნესის შესაძლო ტერორს ეხება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

12:00-ze “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: “საავტომობილო გაზის ბაზარზე არსებული დომინანტური პოზიციების გამო, კონკურენციის სააგენტომ „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

12.00. პარტია „ მემარცხენე ალიანსი“ პაატა ჯიბლაძე პარტია “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი სომხეთის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი