ახალი ამბები

OSCEPA-ს ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

3 ივლისი, 2016 • 1234
OSCEPA-ს ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა ქართული მხარის მიერ წარდგენილი ყველა შესწორება გაითვალისწინა.

რეზოლუციის პროექტში შესწორებები შეეხებოდა საემიგრაციო კრიზისს ევროპაში, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების თემას, ჩერნობილის ტრაგედიას, გენდერული თანასწორობის საკითხებს, საფრთხეების ადრეული შეტყობინების სფეროში პოტენციალის განვითარებას, კლიმატის ცვლილებების პარიზის კონფერენციის შეთანხმების საკითხების შესრულებას, ფინანსურ დანაშაულთან, ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ოფშორული საბანკო ცენტრების მიმართ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიერ მკაცრი რეგულაციების შემოღებას, საკვების უსაფრთხოებას, ტრეფიკინგს და სხვა.

კენჭისყრის საფუძველზე რეზოლუციის პროექტიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც ეხება ეუთოს მონაწილე ქვეყნების მიმართ სანქციების შემოღების საკითხს, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გადახედვის დაბეჯითებითი მოწოდება იყო.

32-პუნქტიან რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა 35 შესწორებაზე იმსჯელა და ნაწილი გაითვალიწინა.

კომიტეტის მუშაოაბაში მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენიტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა.

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია “25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით” იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი