ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეზოლუციას “კონფლიქტი საქართველოში” კენჭს უყრიან

2 ივლისი, 2016 • 1404
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეზოლუციას “კონფლიქტი საქართველოში” კენჭს უყრიან

კონფლიქტი საქართველოში – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომელსაც სხვადასხვა რეზოლუციასთან ერთად 2016 წლის 2 ივლისს, თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის დროს კენჭი ეყრება.

“რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, კვლავ არღვევს საერთშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უგულებელყოფს, აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკის გატარებას და საქართველოს რეგიონების მცოცავ ანექსიას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია” , – ეს არის ამონარიდი რეზოლუციის პროექტიდან.

პროექტის მთავარი ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი