ახალი ამბები

ვარშავის სამიტამდე საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი დაიგეგმა

30 ივნისი, 2016 • 1226
ვარშავის სამიტამდე საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი დაიგეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი არის დაგეგმილი.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აშშ-ის სახელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 240 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, ვინაიდან დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

„ეს ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია და საბოლოო დეტალებზე დღეს ვერ გეტყვით. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტს იმიტომ, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატოს სამიტის წინ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნატოს სამიტი პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში 8-9 ივლისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი