ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვამ ქვეყნიდან გასვლის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართა

28 ივნისი, 2016 • 1261
ხადიჯა ისმაილოვამ ქვეყნიდან გასვლის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართა

გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ  აზერბაიჯანიდან გასვლის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

იმ ფაქტის შესახებ, რომ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა დაუწესა, ჟურნალისტმა მაშინ გაიგო, როდესაც პრაღაში საერთაშორისო ფორუმზე გამგზავრება ვერ შეძლო – ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მას განუცხადეს, რომ შეზღუდვა გენერალურმა პროკურატურამ დააწესა და აზერბაიჯანის დატოვებას ვერ შეძლებდა.

26 მაისს ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ პატიმრობა 3.5-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა.

ხადიჯა ისმაილოვა 2014 წელს კოლეგა, თურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკვეს. მოგვიანებით მას უკანონო მეწარმეობის, ფულის მითვისებისა და სხვა ეკონომიკური ბრალდებები წარუდგინეს. 2015 წლის 1 სექტემბერს ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისმაილოვას დაცვის ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნიც გამოვიდა და თქვა, რომ ხადიჯა ისმაილოვას უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლომდე დაიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი