ახალი ამბები

სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით სასჯელაღსულების სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს

24 ივნისი, 2016 • 1261
სამინისტროს ქონების მითვისების ბრალდებით სასჯელაღსულების სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს ოთხი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სასაწყობო სამმართველოს თანამშრომლებმა – ჯ.ლ-მ, პ.გ-მ, რ.ს-მ და ნ.დ-მ, პირადი მოტივით, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით – 41 599 ლარის ღირებულების ქონება მიითვისეს.

აღნიშნული პირები დაკავებული არიან ბრალდებულის სახით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი