ახალი ამბები

დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარი კვლავ გაუფასურდა

21 ივნისი, 2016 • 1299
დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 ივნისისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2128 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო – 2.5095 ლარი.

21 ივნისისთვის დადგენილ კურსთან შედარებით ევრო 4 თეთრით, ხოლო აშშ დოლარი – 3 თეთრზე მეტით გაძვირდა.

10 ივნისისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.1272 ლარი ღირდა. უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 9 თეთრით გაუფასურდა.

ლართან მიმართებით დოლარი გაძვირდა საქართველოს კომერციულ ბანკებშიც. საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.245 ლარი ღირს, თიბისი ბანკში – 2.1805 ლარი, ლიბერთი ბანკში – 2.2350 ლარი, პროკრედიტ ბანკში – 2.2400 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი