ახალი ამბები

დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი 7 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

21 ივნისი, 2016 • 1181
დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი 7 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თ. ხ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, თ. ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით,რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი