ახალი ამბები

ანონსი – 21 ივნისი

21 ივნისი, 2016 • 1554
ანონსი – 21 ივნისი

10:00 – აუდიტორია #115-ის შეხვედრა განათლების მინისტრთან სამინისტროს შენობაში.  აუდიტორიის წარმომადგენლების ცნობით, შეხვედრეზე აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებს და განათლების სამინისტროს შორის შეთანხმდება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოო ვერსია, რომელიც 24 მაისს, ხუთშაბათს უნდა წარედგინოს მთავრობის სხდომას განსახილველად.

10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში (მის: 26 მაისი მოედანი N1), გაიმართება გალტ & თაგარტისსექტორული კონფერენციების სერიებიდან, პირველი სექტორული კონფერენცია. კონფერენცია მიეძღვნება ტურიზმის სექტორს და პირველი ნაწილი დაეთმობა „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშისპრეზენტაციას. კონფერენციაში მონაწილეები მოისმენენ ამ სექტორის შესახებ,  არსებულ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილში გაიმართება სადისკუსიო პანელი. აღნიშნული პანელი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

10:30-ზე “პირველის პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“–ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: „გაზპრომსა“ და „გასკო+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასება. შეუძლია თუ არა ხელისუფლებას აღნიშნულ ურთიერთობებში ჩარევა?! მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

10.30 სთ-ზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ”, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივიმდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

11:00-ზე “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის პროექტზე ეთიკის წესების შესახებ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

 

11.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ცინცაძის ქუჩის N85-ის მცხოვრებლებთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკანონო სამშენებლო ნებართვები მის: თავისუფლების 2

11 საათზე სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“ პროექტის „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

11 საათზე სამოქალაქო პლატფორმა ,,ახალი საქართველოს” დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს ,,სუსის” მხრიდან თვალთვალთან დაკავშირებით. მის; სპორტის სასახლის წინ (მარკეტი სპარის მეორე სართული).

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00-ზე “პირველის პრესკლუბში” ადვოკატი ნონა ფილაური ერთ-ერთი მოშიმშილე ავადმყოფი პატიმრის შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე -“საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში: გამოწვევები და სამომავლო რეფორმები”, შეხვედრა ჩატარდება სასტუმროში – Holiday Inn.

12:00-ზე , გოგირდის აბანოების წარმომადგენლები აბანოთუბანში ბრიფინგს გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ – გოგირდის აბანოები სამი დღით იხურება.

12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ დაათვალიერებენ, სტუდენტებს შეხვდებიან და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ პროექტზე, რომელიც ზრდასრული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებით და ახალი პროფესიის დაუფლებით, მათი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ადგილი: პროფსიული კოლეჯი „მერმისი“. მისამართი: გურამიშვილის გამზირი 72 ბ, მეტრო (გურამიშვილსა და ღრმაღელეს შორის).
13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოება 2016-ის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. “საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების შესახებ აუდიტორიას ინფორმაციას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი მიაწვდიან”.
13:00 შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია  პრესკონფერენციას გამართავს. თბილისის პროკურატურამ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე ერთწლიანი გამოძიება დაასრულა. დიმიტრი გაბუნიას პრესკონფერენცია სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება.
14:00 სთ-ზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, პარტია “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენელი ცესკო-ში, საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ჯიბლაძე სამუშაო შეხვედრას დაესწრება. მის.: ცენტრალური საარჩევნო კომისია, აღმაშენებლის ხეივ. მე-13 კმ.
14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესახებ გაიმართება პრეზენტაცია. მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
17 საათზე, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ონოკოლოგთა ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. მისამართი: ლუბლიანას ქ. # 5 (რკინიგზის საავადმყოფო) ”ჰოსპიტალ დიღომის” შენობა. მესამე სართული.

19.00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში (MEC), მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა #10ა (ოპერის მოპირდაპირე მხარეს), გაიმართება ეკოფილმების ფესტივალი. ფესტივალი ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციის ეკოხედვა/EcoVision ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს საქართველოში დაფინანსებით. ეკოფილმების ფესტივალის თემაა ეკოტურიზმი და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობები საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი