ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნეს

16 ივნისი, 2016 • 2082
ვანო მაჭავარიანი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნეს
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა – ამის შესახებ დღეს, 16 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მიშველაძის განცხადებით, ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს.
“ვანო მაჭავარიანს აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით,”- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ვანო მაჭავარიანი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი მრჩეველი იყო, თუმცა 2014 წლის ივნისში თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, თანამდებობიდან გიორგი მარგველაშვილის თხოვნით წავიდა.

2014 წლის მარტში “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანის ძმის, ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნით.

გადადგომის შემდეგ ნეტგაზეთმა ვანო მაჭავარიანს დაუსვა კითხვა, გიორგი მარგველაშვილის თხოვნა ხომ არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რაზეც ვანო მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თვითონ შესთავაზა, რომ მარგველაშვილთან ერთად ემუშავა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენების წინა პერიოდში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი