10:00 სთ-ზე, სასტუმროში Radisson Blue Iveria, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის – რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგებიან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი ღიბრაძე, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო ანთაძე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, 112-ის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
11.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე „საქართველოს პატიოტთა ალიანსის“ დატოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:30-ze “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00-ze “პირველის პრესკლუბში” ქალაქის საბჭოს წევრი მანჩო გიორგობიანი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”.
12 საათზე, ზანდუკელის 16 ნომერში ISET გიწვევთ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის ბიზნესისა და მომხმარებელთა განწყობების ინდექსებს.ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და სამომავლო პროგნოზების შესახებ ისაუბრებენ თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ქართველი და უცხოელი მკვლევარები.
16 საათზე სამედიცინო ცენტრი ურანტის ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე აწყობს საპროტესტო აქციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ.