ახალი ამბები

საქართველოს რაგბის ნაკრების შეხვედრა სამოის ნაკრებთან ფრედ დასრულდა

11 ივნისი, 2016 • 1443
საქართველოს რაგბის ნაკრების შეხვედრა სამოის ნაკრებთან ფრედ დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეს პირველ მატჩში სამოის ეროვნული გუნთან ფრედ 19:19-ით ითამაშა.

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, ანგარიში მატჩის დაწყებიდან მალე ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა (3:0).

რამდენიმე ხანში მერაბ კვირიკაშვილმა ანგარიში კვლავ კარში დარტყმით გაზარდა (6:0) და ტაიმის ბოლომდე საქართველოს კიდევ სამი ქულა მოუტანა, მაგრამ მანამდე სამოელთა დამრტყმელმა, მგეზავნა ფააპალემ ორჯერ იმარჯვა. ტაიმი ანგარიშით 9:6 დასრულდა.

რაგბის კავშირის ცნობით, მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს (9:9), ხოლო შემდეგ სამოელთა კაპიტანმა დევიდ ლემიმ ლელო გაიტანა, ფააპალემ კი ზუსტად გარდასახა (9:16).

ამის შემდეგ კოკი თხილაიშვილმა დაამიწა, რასაც კვირიკაშვილის გარდასახა მოჰყვა და ანგარიში 16:16 გახდა.

ფააპალეს ჯარიმის დარტყმისა და მერაბ კვირიკაშვილის დარტყმის შემდეგ საბოლოო ანგარიში 19:19 გახდა.

ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯიზე, სუვაში გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას შეხვდება, ხოლო ტურნეს ბოლო მატჩში, რომელიც 24 ივნისს გაიმართება – მასპინძელ ფიჯის.

მასალების გადაბეჭდვის წესი