ახალი ამბები

პრეზიდენტმა შესაძლოა მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს თავიდან წარუდგნოს

10 ივნისი, 2016 • 1903
პრეზიდენტმა შესაძლოა მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს თავიდან წარუდგნოს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი განიხილავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგინოს.

საუბარია ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურებზე, რომელთაც პარლამენტმა დღეს, 10 ივნისს მხრი არ დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს წევრების ნომინირებას პრეზიდენტი ახდენს.

“პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში. დღეს, კიდევ ერთხელ, პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე სისტემის გაძლიერებისათვის. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ მოსამართლეების მხარდაჭერით უზენაესი სასამართლო კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაჯანსაღებულ სასამართლო სისტემას მიიღებდა ქვეყანა, რაც უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს ამ სისტემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ესაუბრა სამივე კანდიდატს და აღნიშნა, რომ ამ პროცესის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდა მათ მიმართ პრეზიდენტის ნდობა. გიორგი მარველაშვილი მზად არის, შემდგომი ნაბიჯები დაგეგმოს მოსამართლეობის კანდიდატებთან კოორდინაციის შედეგად. მათ შორის, მათი სურვილის შემთხვევაში, ამ კანდიდატების ხელმეორედ წარდგენის ფორმით,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი