ახალი ამბები

პარლამენტში ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვა გადაიდო

10 ივნისი, 2016 • 1560
პარლამენტში ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვა გადაიდო

“რესპუბლიკელებმა” 10 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი მოხსნეს. დავით ბერძენიშვილი  ამ გადაწყვეტილების  მიზეზად “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში არყოფნას ასახელებს:

“სხდომის დაწყებამდე “რესპუბლიკელები” ველოდებოდით   ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ან მოფრინავენ ქუთაისისკენ, ან მოჯირითობენ ფეხმარდი ცხენებით. მოკლედ, ისინი არ მოდიან. ძალიან სამწუხაროა და რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღების შესაძლებლობაზე . კაცი კარავშია ოდესაში, ეტყობა, იმის მძევლები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. ამიტომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს და გადავა მომდევნო სხდომის დღის წესრიგში”- განაცხადა ბერძენიშვილმა.

8 ივნისს “ნაციონალური მოძრაობის წევრმა” სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტია იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს გერმანულ საარჩევნო მოდელს თუ იქნება საკმარისი ხმები პარლამენტში.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხმები არის დარბაზში თუ არა. ჩვენ გარდა ხმები არის თუ არა. უბრალოდ, თუ იმას ვთამაშობთ, რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს და დაფიქსირდეს რაღაც  რაოდენობა და არ გავიდეს, ეს აბსოლუტურად სხვა რამ არის”, – ამბობს რატიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი