ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრტების საარჩევნო შტაბს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს

9 ივნისი, 2016 • 2297
თავისუფალი დემოკრტების საარჩევნო შტაბს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო შტაბს გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს.

ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდნენ.

“ჩვენი გამარჯვების ყველაზე დიდი წვლილი უნდა გადავიდეს მაჟორიტატულ კანდიდატებზე, ჩემზე მათ შორის, როგორც პარტიის ლიდერზე. იმედი მაქვს, რო ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და, რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტი იქნება პარლამენტი, რომელიც ღირსეულ ადამიანებს წარმოადგენს საპარლამენტო პროცესში,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ გია ცაგარეიშვილის წარდგენისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი