ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის გამო პირს 10 თვით პატიმრობა შეუფარდეს

8 ივნისი, 2016 • 1067
პროკურატურის ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის გამო პირს 10 თვით პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის პირს 10 თვით თავისუფლება აღუკვეთა.

გამოძიების ცნობით, 2016 წლის 19 აპრილს მ. მ. მივიდა ყოფილი მეუღლის – ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მ. მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  11′-151-ე მუხლის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი