ახალი ამბები

რამდენად გულწრფელად გლოვობენ ჩრდილოეთ კორეელები კიმ ჩენ ირის

22 დეკემბერი, 2011 • 1695
რამდენად გულწრფელად გლოვობენ ჩრდილოეთ კორეელები კიმ ჩენ ირის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის სიკვდილმა ქვეყნაში საყოველთაო გლოვა გამოიწვია. ისევე განიცდიან თუ არა ჩრილოეთ კორეელები ლიდერის სიკვდილს, როგორც ამას გამოხატავენ?

ჩრდილოეთ კორეელებმა გლოვის მაგალითი სატელევიზო საინფორმაციო გამოშვების ტელეწამყვანისგან აიღეს, რომელმაც შავი ფერის ტანისამოსი ჩაიცვა და ეთერში ცრემლებს ძლივს იკავებდა. ამის შემდეგ ცრემლებმა და საყოველთაო უკონტორლო ისტერიკამ მთელი ქვეყანა მოიცვა.

„როგორ შეეძლო მას ჩვენი დატოვება?“ –ამბობს ჩრდილოეთ კორეელი ქალი ტირილით.

ფსიქიატრი და მწერალი ენტონი დენიელსი,  ცნობილი ფსევდონიმით თეოდორ დარლიმპლი, რომელიც 1989 წელს  ჩრდილოეთ კორეაში მსოფლიო ახალგაზრდულ ფეტივალზე ვიზიტით იმყოფებოდა, ამბობს, რომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ეს ცრემლები გულწრფელია, შეუძლებელია.

„აქ შერეულია ერთმანეთში ბევრი ფაქტორი – შიში, გაურკვეველი მომავლის შეგრძნება, საყოველთაო ისტერია და შესაძლოა გულწრფელი ტკივილიც. რთული სათქმელია, რას განიცდიან ადამიანიები და ამას ალბათ ვერც გავიგებთ, ვინაიდან არსებობს ძალიან დიდი კულტურული განსხვევები. როდესაც ჩრდილოეთ კორეაში ვიყავი უზარმაზარ სტადიონზე და მთავარსარდალი გამოჩნდა, უკლებლივ ყველა ფეხზე ადგა და თაყვანი სცა მას. შესაძლოა, ამ ადამიანებს ამის გაკეთება შიშის  გამო მოუწიათ და ამავე დროს, არ არის გამორიცხული, ლიდერის ერთგულებით გამოწვეული ყოფლიყო,“– ამბობს დარლიმპლი.

მწერალი ბარბარა დემიკი საკუთარ წინგში „არაფერია შესაშური: ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება ჩრიდლოთ კორეაში“, რომელიც 1994 წელს გამოვიდა, ტირილის შეჯიბრებითობაზე საუბრობს.

“ერთი ახალგაზრდა სტუდენტი ფხენიანიდან ემოციურად არაფერს გრძნობდა, როდესაც გარშემო ყველანი ხმამახღლა ტიროდნენ. თუმცა მთელი მისი მომავალი იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად ხმამაღლა იტირებდა. ეს კავშირში იყო არა მხოლოდ მის კარიერასთან, არამედ მთლიანად მის არებობასთან, ეს იყო მისი სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი. ახალგაზრდა სტუნდეტი იმან გაადარჩინა, რომ მან ხელოვნურად აიძულა საკუთარი თავი, ეტირა,“–ამბობს დემიკი.

კერი ბრაუნი საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსიტუტში აზიის განყოფილების ხელმძღვანელია. ის მიიჩნევს, რომ ლიდერის სიკვდილმა ადამიანებს საკუთარი ნაციონალური თვითმყოფადობის, უსაფრთხებისა და იმის ფიქრისკენ უბიძგა, როგორ გააგრძელონ ცხოვრება.

„ეს ის ერია, რომელიც მიიჩნევს, რომ მუდამ საომარ მზადყოფნაშია, მათ მუდამ ეუბნებიან, რომ ქვეყანა აშშ–ს მხრიდან მუდმივად თავდასხმების მოლოდინშია და დიდი გამარჯვებები წარსულში მხოლოდ ძლიერი ხელმძღვანელობის დამხურებაა. ადამიანები მიიჩნევენ, რომ ყველას თვალ –ყურს კარგი და კეთილი მთავარსარდალი ადევნებს. კონტროლი საინფორმაციო გამოშვებებზე იმდენად დიდია, რომ ისინი ალბათ მართლაც შოკს განიცდიან,“–ამბობს პოლიტოლოგი.

საყოველთაო გლოვა

1953 წელი: ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მილიონობით საბჭოთა ადმიანი მივიდა სტალინთან გამოსამშვიდობებლად, ბევრისთვის ის იყო მამა, მასწავლებელი ან ღმერთი.

1989 წელი: ირანის რევოლუციური ლიდერის აითოლა ხომეინის სიკვდილმა ირანში ძალიან დიდი მწუხარება გამაოიწვია. რამდენიმე ადამიანი გაიჭყლიტა და დაიღუპა იმ დროს, როდესაც მისი გვამი სასაფლაოზე მიქონდათ.

1997 წელი: დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში, რათა უკანაკნელ გზაზე გაეცილებინათ პრინცესა დაიანა. დაიანას ადამიანები მთელ მსოფლიოში მისტიროდნენ.

2009 წელი: მაიკლ ჯექსონს მისი ფანები მთელ მსოფლიოში გლოვობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი