ახალი ამბები

ანონსი – 2 ივნისი

2 ივნისი, 2016 • 1572
ანონსი – 2 ივნისი

10.00 საათზე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში კიდევ ერთი  საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება (მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩის ბოლოში, გადასახვევი მარცხნივ. ახალი საწარმო შპს „ბროტმაისტერს“ ეკუთვნის, რომელიც ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიულ პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს.

10:00-დან 17:00 საათამდე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ატარებს რეგიონულ კონფერენციას სოლიდარობა თანასწორობისთვის: ლგბტი ადამიანთა უფლებები და მდგომარეობა სომხეთსა და საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წელს დაწყებული სამწლიანი პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში ფარგლებში ხორციელდება.

11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნება (ნოე რამიშვილის ქუჩა N 38). საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქაერთველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სამართალდამცველებს პროფესიულ დღეს მიულოცავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.

11:00-ზე “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12 საათზე, „ფონდი ჰუმანითი“ ისთ-ფოინთის გასართობ ცენტრ „ფოკუს-მოკუსში“ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლებს.

12:00 საათზე, თბილისის საგამოფენო ცენტრში – „ექსპო ჯორჯია“ გაიმართება საქართველოს ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი (რეგისტრაცია იწყება 11 საათიდან)

13:00 საათზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) უმასპინძლოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას.

13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ჩატარდება პრესკონფერენცია რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალის შესახებ. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებებისცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, Kavkaz Jazz ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩიტოვა, ლუვილის უნივერსიტეტის (აშშ) ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის სკოლის ხელმძღვანელი მაიკლ ტრეისი და თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  რექტორი რეზო კიკნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი