ახალი ამბები

“ნუ მაბოლებ” – მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე თბილისში საპროტესტო აქციით აღნიშნეს

31 მაისი, 2016 • 2846
“ნუ მაბოლებ” –  მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე თბილისში საპროტესტო აქციით აღნიშნეს

31 მაისს მსოფლიოში ოცდამეათედ აღნიშნეს “მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე”. ამ დღესთან დაკავშირებით “თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” თბილისსა და ქუთაისში გამართა საპროტესტო აქცია – “ნუ მაბოლებ”. აქტივისტებმა პარლამენტისგან თამბაქოს კონტროლის კანონის მიღება მოითხოვეს.

თბილისში აქციის დაწყებისას საორგანიზაციო ჯგუფმა წარადგინა ე.წ “სიკვდილის ტაბლო” – სიმბოლური მრიცხველი, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობას ითვლის. დღეს ტაბლოზე რიცხვი – 35 143 ეწერა.

“სიკვდილის ტაბლოზე” ათვლა 2013 წლის 20 მარტიდან დაიწყო, როდესაც დღემდე უმოქმედო თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია შეიქმნა”, – თქვა აქციაზე “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენელმა, კახა ღვინიანიძემ.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” პრესსამსახურის ცნობით, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11 000, ყოველდღიურად კი 30 ადამიანი იღუპება.

“ალიანსმა” საპროტესტო კამპანია, სახელწოდებით – “ნუ მაბოლებ”, 2016 წლის აპრილში წამოიწყო. აქციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა კაფე-ბარებსა და რესტორნებში სიგარეტის მოწევის სრულად აკრძალვაა. “ალიანსმა” საქართველოს მასშტაბით კვლევაც ჩაატარა, რომლის შედეგებით კაფე-ბარების ვიზიტორთა 70% ამბობს, რომ შენობაში მოწევის აკრძალვის შემდეგ იმავე ინტენსივობით ივლის. 8% ამბობს, რომ შეამცირებს ვიზიტებს, მაგრამ მერე მაინც შეეგუება ამ ფაქტს, 15% კი ამბობს, რომ ასეთ კაფეებში უფრო ხშირად ივლის, რადგან აქამდე არ დადიოდა.

მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე (#WorldNoTobaccoDay) 1988 წლიდან აღინიშნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას. აგრეთვე, საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტზე, თუ როგორ ნეგატიუურ გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

1987 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეამ დაგეგმა, 1988 წლის 7 აპრილს აღენიშნა “დღე მოწევის წინააღმდეგ” (World No-Smoking Day). 1988 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ასამლეის 42.19-ე რეზოლუციით დაადგინა 31 მაისი “თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღედ”.

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, 2006 წლის 15 მაისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც აღიარებს, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას, რომელსაც სერიოზული მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის და საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის, თქმით, თამბაქოს კონტროლის კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. საორგანიზაციო ჯგუფი მოითხოვს პარლამენტისაგან, მიიღოს კანონი და “გაათავისუფლოს ნებისმიერი შენობა და ნაგეგობა კვამლისაგან”.

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაიწყეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნუ მაბოლებ” – აქციის მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაიწყეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაიწყეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნუ მაბოლებ” – თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღის აღსანიშნავად აქციაზე 20-მდე ადამიანი შეიკრიბა. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაიწყეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საორგანიზაციო ჯგუფმა წარადგინა ე.წ “სიკვდილის ტაბლო” – სიმბოლური მრიცხველი, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობას ითვლის. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნუ მაბოლებ” – აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნუ მაბოლებ” – აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნუ მაბოლებ” – აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"ნუ მაბოლებ" - აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ნუ მაბოლებ” – აქციის მონაწილეები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთა. 31.05.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი