საია ყოველწლიურად აქვეყნებს 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგს. ორგანიზაციის წინასწარ გავრცელებული ცნობით, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საჯარო დაწესებულებები ტრადიციულად ხარვეზებით ასრულებენ.
საია აცხადებს, რომ გამოიკვეთა 4 ძირითადი პრობლემა:
საჯარო დაწესებულებების ნაწილი საერთოდ არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას და არ აგზავნის ანგარიშს;
საჯარო დაწესებულებების ნაწილი ანგარიშს მხოლოდ პრეზიდენტს ან მხოლოდ პარლამენტს უგზავნის
საჯარო დაწესებულებების უმრავლესობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია, ხოლო ერთი დიდი ნაწილი (განსაკუთრებით საჯარო სკოლები) საერთოდ ვერ პასუხობს კანონის მოთხოვნებს.
ანგარიშის წარდგენას ფორმალური სახე აქვს, არ ხდება მისი შესწავლა და რეკომენდაციების მიწოდება დასახვეწად.







