ახალი ამბები

ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა

30 მაისი, 2016 •
ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა

“რესპუბლიკურმა პარტიამ” ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა. ამის შესახებ პარლამანეტში კანონპროექტის განხილვისას ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა:

“ვენეციის კომისიაში გაგზავნილია კანონპროექტი და სანამ განხილვას დავასრულებთ, იმედია, დასკვნა მოვა,”- აღნიშნა ხმალაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე  “რესპუბლიკური” პარტიის ინიცირებულ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს განიხილავენ.

”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, რასაც არ ეთანხმებიან კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ამავე თამეზე:

სხვაობა მანდატების განაწილებაში არსებული და გერმანული მოდელებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი