ახალი ამბები

დუშეთის გამგებლის თქმით, სტიქიით დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი დაეხმარება

29 მაისი, 2016 •
დუშეთის გამგებლის თქმით, სტიქიით დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი დაეხმარება

დუშეთის რაონებში მომხდარი სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია დაითვლის და დაზარალებულებს ადგილობრივი მთავრობა დაეხმარება, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განაცხადა, რომელმაც დასეტყვილი სოფლები მოინახულა.

“ჩვენ უკვე ვაკეთებთ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას; არც ერთი ოჯახი და არც ერთი სახლი არ დარჩება უყურადღებოდ. ყველას გავუწევთ შესაბამის დახმარებას. დავათვალიერებთ სპეციალისტებთან ერთად, ხვალისთვის გვექნება სრული სურათი. მთავრობას მივმართავს და ერთობლივი ძალისხმევით, სამინსიტროსთან ერთად, შესაბამის დახმარებას ვეცდებით, რომ გავუწიოთ,” – განაცხადა ჩოხელმა.

28 მაისს მოსულმა სეტყვამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა. მათ შორის, გორისა და დუშეთის რაიონის სოფლები. მოსახლეობის თქმით, სტიქიამ მათ მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი