ახალი ამბები

ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე გარდაიცვალა

29 მაისი, 2016 •
ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე გარდაიცვალა

ტელეკომპანია GDS-ის ინფორმაციით, გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე 28 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ზვიად თხელიძე დუშეთში, ხადას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა.

მას აპარატურა მდინარეში ჩაუვარდა და მისი დაბრუნების მცდელობისას ჟურნალისტი მდინარემ გაიტაცა. ზვიად თხელიძის ცხედარი დღეს დილით მაშველებმა იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი