ახალი ამბები

რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა

28 მაისი, 2016 •
რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ამის შესახებ რასმუსენი თავისი ფეისბუკის გვერდზე წერს:

“უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრეზიდენტის მრჩევლად წარმადგინა. სიამოვნებით ვიღებ ამ შემოთავაზებას და ყველაფერს გავაკეთებ უკრაინის უსაფრთხოებისა და რეფორმების პოპულარიზაციისთვის”, – წერს რასმუსენი და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის უკრაინის ხელისუფლებასთან მუშობის დაწყებას.

“სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების თვალსაზრისით შემაშფოთებელია. მინსკის გადაწყვეტილება სრულად უნდა დაიცვას ყველა მხარემ. ამავე დროს უკრაინამ უნდა განახორციელოს საჭირო რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით”, – აცხადებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი