ახალი ამბები

პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაუგეგმავი შეხვედრა მარიოტში

27 მაისი, 2016 •
პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაუგეგმავი შეხვედრა მარიოტში

დღეს თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, სადაც დიასპორის ფორუმი მიმდინარეობდა, მოულოდნელად გადაწყდა, რომ გამართულიყო პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

“რაკიღა ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შესაძლოა საჭირო გახდა, რომ სასწრაფოდ მოთათბირება გამართულიყო თანამდებობის პირებს შორის. არის მთელი რიგი საკითხები, მოახლოებული არჩევნები, ვარშავის სამიტი თუ ა.შ. უშიშროების საბჭოს მოწვევის თემა, რომელზეც შესაძლოა ისაუბრეს,” – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს რაიმე კომენტარები და განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუ რა საკითხები განიხილეს დღევანდელი შეხვედრის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი