ახალი ამბები

კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის სხდომა 1 საათით გვიან დაიწყო

27 მაისი, 2016 •
კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის სხდომა 1 საათით გვიან დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო სარეგისტრაციო კენჭისყრა 12:51 წუთზე გაიმართა. რეგისტრაცია 76-მა დეპუტატმა გაიარა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიხსნა.

სხდომას არ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, მათ 25 მაისს პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

პარლამენტის პლენარული სხდომა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი