ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობამ” პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა

25 მაისი, 2016 •
“ნაციონალური მოძრაობამ” პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ქუთაისში, პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს:

“ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე.  მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლებაში, ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს.  ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას არჩევნებზე არას ეუბნება და ხელისუფლებას ამ არჩევანის წართმევა უნდა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ამ ოხი წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ იძალადონ ხალხის არჩევანზე.   სანამ არ იქნება დადგენილი კორცხელის ინციდენტის დამკვეთი, ისევე როგორც არ იქნება დადგენილი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც იმ დღეს იძალადეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ სხდომათა დარბაზში,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე  გია ვოლსკი ამბობს, რომ კორცხელის ინციდენტიდან ბოიკოტამდე განვითარებული პროცესები წინასწარ გაწერილი სცენარით მოქმედებას გავს:

“მთავარი ამოცანა სიტუაციის დაძაბვა არის, საერთაშორისო ყურადღების მიქცევა. ემოციური შეფასება არ მინდა გავაკეთო, მაგრამ მთლიანობაში ეს პროცესი ძალიან ჰგავს წინასწარ გაწერილ სცენარს, რომელიც დაიწყო კორცხელში პროვოცირებით და შემდეგ გადაიზარდა იმ ბოიკოტში, რომელიც დღეს ვიხილეთ. უამრავი საკითხი არის განსახილველი. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პოზიცია არ გაგვაჩნია, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს განსხვავებული აზრები ამ საკითხებზე. ”

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერ ჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ცემის მუხლით აღძრული საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი