10.45 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მისამართი: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10ა, მე-8 სართული) ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის მიხედვით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შესაბამისად, საქართველოში ადგილობრივ, დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით.
13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7
14:00 – მედიის განვითარების ფონდი აწყობს მრგვალ მაგიდას: ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასება. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო რადისონ ივერიაში (მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1, თბილისი 0108, საქართველო)